საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო სტუდენტებსაც დააზღვევს

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სახელმწიფოს ახალ სადაზღვევო სისტემაში ცვლილებები შევა და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება. 0-დან 5 წლამდე ბავშვებთან და პენსიონერებთან ერთად, სახელმწიფო სტუდენტებსაც დააზღვევს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში განაცხადა, სადაც შოთა რუსთაველის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს ესაუბრა სხვა დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებაც. მან სტუდენტურ ბარათებზე, საზაფხულო დასაქმების პროგრამასა და  გრანტის გაუმჯობესების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

 

კომენტარები