ქართული ოცნება

თბილისის მერია: ქართულ ოცნებას მანიფესტაციის ჩატარება 27 მაისს შეეძლება

დღეს თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას მაინიფესტაციის ჩატარება 27 მაისს შეეძლება.

1 მაისს თბილისის მერიამ მიიღო ქართული ოცნების წერილობითი მიმართვა, 26-27 მაისს მანიფესტაციის ჩატარების შესახებ, სადაც მითითებული იყო რამდენიმე ადგილი, მათ შორის რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი. ბაჩო დოლიძის განმარტებით, თბილისის მერიის მიერ წინასწარ იყო ცნობილი, 26 მაისს ქალაქის მასშტაბით დაგეგმილი სხვადასხვა სახის ღონისძიებების შესახებ.

,,არაერთხელ იყო დაანონსებული ჩვენს მიერ, რომ 26 მაისს ჩავატარებთ ქართული მრეწველობის აღლუმს, რომელიც გაიმართება თავისუფლების მოედნისკენ, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება კონცერტები. აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება ექნება მანიფესტაცია 27 მაისს ჩაატაროს.’’- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კოალიცია ქართულმა ოცნებამ 26-27 მაისს აქციების ჩატარების შესახებ განცხადება 27 აპრილს გააკეთა. 

კომენტარები