რეცეპტი

ბადრიჯნის როლები

2 ულუფა 2 ბადრიჯანი ნახევარი კონა პიტნა ნახევარი კონა ქინძი ნახევარი კონა ტარხუნა 1 კბილი ნიორი 200 გრ. მაიონეზი მარილი შაქარი ჯამში: 5 ლარი

მომზადების წესი:

დაჭერით ბადრიჯანი თხელ, მოგრძო ნაჭრებად და შეწვით ცოტაოდენ ზეთში.

შემწვარი ბადრიჯანი გააშრეთ ქაღალდზე.

ბლენდერში ჩაასხით მაიონეზი, დაუმატეთ მწვანილი, 1 კბილი ნიორი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, მარილი გემოვნებით და დააბლენდერეთ.

მიღებული მასა წაუსვით ბადრიჯნის ნაჭრებს, გადაახვიეთ, მოათავსეთ თეფშზე და მოასხით დარჩენილი მასა.

 

კომენტარები