სასჯელაღსრულების სამინისტრო

ოჯახის მტკიცებით, პატიმარი წამების შედეგად გარდაიცვალა

გლდანის საპყრობილის საავადმყოფოში 39 წლის ზურაბ დელიანიძე გარდაიცვალა, რომლის ცხედარსაც წამების ნიშნები ეტყობა. ინფორმაცია ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა tspress.ge-მ გაავრცელა. გამოცემა ცხედრის რამდენიმე ფოტოსურათსაც აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ იგი სასტიკადაა ნაწამები და ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. გარდაცვლილის მეუღლის ქეთინო ბერიძის თქმით, სასჯელაღსრულების უწყების წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ პატიმარი გულის შეტევჳთ გარდაიცვალა.

ბერიძეს ეჭვი აქვს, რომ მეუღლის გარდაცვალების ფაქტი მას გვიან შეატყობინეს და იგი არა 1 მაისს, როგორც შეატყობინეს, არამედ სულ მცირე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა.

დელიანიძე სასჯელს მარიხუანას შენახვისთვის იხდიდა, რის გამოც 6-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ქონდა მისჯილი.

როგორც ტაბულას სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, ამ ეტაპზე ომბუდსმენის აპარატში ამ ინფორმაციის შესწავლით არიან დაკავებულები და კომენტარს ამ ფაქტის თაობაზე მოგვიანებით გააკეთებენ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) მონაცემებით, ორგანიზიაცია საქართველოში 2011 წელს სულ 140 პატიმარი გარდაიცვალა. აქედან უმრავლესობა - 86 პატიმარი, გლდანის მე-18 დაწესებულებაში.

 

კომენტარები