საქართველო-ისრაელი

იცხაკ გერბერგი: ჯვრის მონასტრის საკითხი ეკლესიებს შორის უნდა გადაწყდეს

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითი საქართველოსა და საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის უნდა გადაწყდეს , - ამის შესახებ, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ისრაელის ელჩმა საქართველოში იცხაკ გერბერგმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ისრაელის მთავრობის კომპეტენციას არ წარმოადგენს.

იმის შესახებ, რომ თბილისი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით ისრაელთან მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა. მას შემდეგ ეს საკითხი ისრაელში ვიზიტით ყოფნისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დააყენეს. მათ შეხვედრები ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამესთან გამართეს.

 

კომენტარები