ნიუ-იორკი

"ტყუპების" ადგილას "თავისუფლების კოშკი" აშენდა

წლის 11 სექტემბერის ტერორისტული აქტის შედეგად დანგრეული ..ტყუპების’’ ადგილას აშენებული ახალი სავაჭრო ცენტრი, ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი შენობა გახდა. 30 აპრილს ნაგებობაზე ლითონის ღერძი დაამონტაჟეს, რამაც ,,თავისუფლების კოშკი’’ ნიუ-იორკის ყველაზე მაღალ შენობად აქცია. საზეიმო ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები და 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპლთა ახლობლები ესწრებოდნენ.

104 სართულიანი ,,თავისუფლების კოშკი’’ სიმაღლით მანჰეტენის ცნობილ ,,Empire state building’’ -საც აღემატება. მისი სიმაღლე, 541 მეტრი, (რაც ამერიკული ზომის ერთეულის მიხედვით 1776 ფუტია) სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. 1776 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ხელისუფლების წარმომადგენლები და არქიტექტორები მიიჩნევენ, რომ ახალი სავაჭრო ცენტრი პლანეტის ყველაზე უსაფრთხო შენობა იქნება.

კომენტარები