ოკუპირებული ტერიტორიები

სასაზღვრო პოლიციამ თურქეთის 12 მოქალაქე დააკავა

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ ფოთში სულ 12 მოქალაქე დააკავა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე. 

დაკავებულია ორი ჯგუფი. მათ თურქეთის დროშით, მცურავი გემებით დაარღვიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის საზღვაო სივრცეში. ერთი ჯგუფი მოძრაობდა გემით „ISIK-3,“ ხოლო მეორე თურქული დროში მცურავი ”AYSE AKANSU” - ით. 

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დაკავებულებს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრათ გირაო - 3000 ლარის ოდენობით თითოეულს. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

 

კომენტარები