საკვირაო ქადაგება

ილია მეორე: „ოჯახში მთავარი არის ქმარი“

დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში სრულიად საქართველოს კალოთიკოს პატრიარქმა ოჯახურ ურთიერთობებში ცოლის მოვალეობებზე და როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ ცოლი და ქმარი თანასწორუფლებიანია. საღმრთო წერილი ამბობს, რომ ოჯახში მთავარი არის ქმარი. ოჯახი ესაა ერთი სხეული და არ შეიძლება ერთ სხეულზე იყოს ორი თავი“, - განაცხადა უწმინდესმა.

ილია მეორემ  ქალებს საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდა და სამაგალითო ქვევაზეც მიუთითა - „მაგალითად, როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს“.

კომენტარები