საუდის არაბეთი

ბინ ლადენის ქვრივები და შვილები საუდის არაბეთმა შეიფარა

საუდის არაბეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ  „საეჭვოდ არ მიიჩნევენ“ ბინ ლადენის ქვრივებსა და შვილებს, რომლებიც სამეფოში მიმდინარე კვირის მიწურულს ჩავიდნენ. ქვეყანა „ჰუმანიტარული“ მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებდა და თავშესაფარი შესთავაზა აღნიშნულ ჯგუფს - იუწყება BBC-ი.

გასულ კვირას პაკისტანმა ბინ ლადენის 3 ქვრივის და 11 შვილის დეპორტაცია განახორციელა.

მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი 2011 წლის 1 მაისს, აბოტაბადში, აშშ-ს სპეციალური ოპერაციის დროს დაიღუპა. მისი ოჯახის წევრები პაკისტანის მთავრობამ აღნიშნული ოპერაციიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამიცე ცოლს და კიდევ 2 უფროს შვილს პაკისტამნა ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრების ბრალდებით 45-დღიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა.  

ბინ ლადენის ორი უფროსი მეუღლე საუდის არაბეთიდანაა, ყველაზე ახალგაზრდა, ამალ აბდულფატა - იემენიდან. BBC-ის ინფრომაციით, სავარაუდოდ, სწორედ იემენში დაბრუნდება ამალ აბდულფატა. 

კომენტარები