ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნება 26-27 მაისს აქციების გამართვას აპირებს

 

კოალიცია ქართული ოცნება 26-27 მაისს ხალხმრავალი აქციების გამართვას გეგმავს. ამ საკითხზე განცხადებას ქართული ოცნების პრეს-სამსახური ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამით კოალიცია საარჩევნო კამპანიას იწყებს.

 პრეს-სამსახურში ამბობენ, რომ ღონისძიების დეტალებს უახლოეს დღეებში გააცნობენ საზოგადოებას. აქციების ჩატარებასთან დაკავშირებით კი უკვე მიმართეს როგორც ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მ. მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებს, ასევე თბილისის მერიას.

 

კომენტარები