კონტროლის პალატა

კონტროლის პალატას სახელი ეცვლება

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, კონტროლის პალატას სახელი შეეცვლება. უწყებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაერქმევა.

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელიც კონტროლის პალატისთვის სახელის შეცვლას ითვალისწინებს,  საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნა. პარლამენტში ერთი თვის წინ შეტანილი ინიციატივის მიხედვით უწყების  ახალი სახელწოდება ,,აუდიტისა და ფინანსური გამჭირვალობის უმაღლესი პალატა’’ უნდა ყოფილიყო. დღეს გამართულ შემაჯამებელ სხდომის დაწყებამდე, კომისიის წვერმა ანდრო ალავიძემ განაცხადა, რომ კონსულტაციების გავლის შედეგად კომისიას უწყების ახალი სახელწოდება,  ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახური’’ შესთავაზა.  მისი თქმით, ეს კონსტიტუციური ცვლილება 40-მდე ქვეყნის პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე ამოქმედდება.

საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია დღეს ასრულებს მუშაობას, რომლის საბოლოო დასკვნის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე უკვე საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს. 

კომენტარები