ПИК

ქსენია სობჩაკი – ტელეკომპანია ПИК-ის ახალი სახე

დღეიდან, ტელეკომპანია ПИК-ი ("Первый информационный кавказский") მაყურებელს ახალ თოქ-შოუს შესთავაზებს. მას პოპულარული რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი წაუძღვება. გადაცემის სარეკლამო რგოლი უკვე გამოჩნდა ინტერნეტ გვერდებზე. თოქ-შოუში - "მთავარი თემა" სობჩაკი მნიშვნელოვანი მოვლენების განსახილველად  საპირისპირო პოზიციებზე მდგომ სტუმრებს მოიწვევს.  გადაცემა ეთერში ყოველ კვირას, 23 საათზე გავა.

კომენტარები