NATO და საქართველო

ვაშაძის შეხვედრები ბრიუსელში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ NATO-ს შტაბ-ბინაში ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართა.

ბრიუსელში NATO -ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების გაერთიანებული შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის მთავარ მიზანი 20-21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილი ალიანსის სამიტის მომზადებაა.

გრიგოლ ვაშაძე ჩეხ, ბულგარელ, პოლონელ და ალბანელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრებზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ჩიკაგოს სამიტისთვის მომზადების საკითები განიხილებოდა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონული უსაფრთხოების, ევროკავშირთან ურთიერთობის და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე.

მინისტერიალის ფარგლებში, ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში NATO-ს ISAF-ის ოპერაციის მონაწილე ქვეყნების შეხვედრაში.

 

კომენტარები