NATO და საქართველო

ვერშბოუ: ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რომელიც 5 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე განისაზღვრა

"ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რომელიც 5 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე განისაზღვრა, რომ საქართველო  ერთ დღეს NATO-ს წევრი გახდება. რა თქმა უნდა საქართველომაც უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულების დემონსტრირება და იმის ჩვენება, რომ შეუძლია იყოს პოზიტიური კონტრიბუტორი მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში, როგორც რეგიონში, ასევე გლობალური მასშტაბით. ისინი პოლიტიკური კოჰაბიტაციის საინტერესო გამოცდილების მიღების პროცესში იმყოფებიან და ცოტა ხნის წინ მათ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების გზით" - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ რადიო "ეხო მასკვისთან" საუბარში.
ეხო მასკვის ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ ადგას თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება NATO-ში ინტეგრაციის გზას, ვერშბოუმ უპასუხა - „რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ სხვაობას ახალი მთავრობის და წინა ხელისუფლების პოზიციებს შორის“.

კომენტარები