NATO და საქართველო

გოგი ქავთარაძე: რას გვახვეწნინებენ ამ NATO-ში შესვლას?

რას გვახვეწნინებენ ამ NATO-ში შესვლას? დავიჯერო, NATO-ს წევრი ქვეყნებიდან ზოგიერთი უფრო მეტად იმსახურებს NATO-ს წევრობას, ვიდრე ჩვენ? შეხედეთ, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები NATO-ს ჯარისკაცების მხარდამხარ. თუ გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ჩუმად ქირქილობენ, როცა უყურებენ, როგორ ვიხვეწებით ჩვენ NATO-ში გაწევრიანებაზე, ისინი კი არ გვღებულობენ. როგორც ამბობენ, ადამიანის მსგავსად ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა. ეს უნდა გვახსოვდეს - იქნებ ჩვენი გზავნილი მივაწოდოთ NATO-ში ჩვენს მეგობრებს და გავაგებინოთ ის, რასაც ვამბობ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი ქავთარაძე პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები