რეიტინგი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსები

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს უმდიდრესი პოლიტიკოსების სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში მაიკლ ბლუმბერგია. ჟურნალი მის ქონებას 22 მილიარდ დოლარად აფასებს, რაც მსოფლიო რეკორდია. ბლუმბერგი 2002 წლიდან ნიუ-იორკის მერია.

ბლუმბერგს ათი მილიარდით ჩამორჩება უმდიდრესი პოლიტიკოსების რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფი მიხეილ პროხოროვი, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და ხმათა 8 %-ც კი დააგროვა.

6,4 მილიარდი დოლარად აფასებს ჟურნალი ქართველი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ქონებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლაზე აცხადებს პრეტენზიას.

რეიტინგის მეოთხე ადგილზე იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია - 5.9 მილიარდი დოლარით.

ორჯერ შეეცადა ჰენრი როსს პეროტ სენიორი გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტი, კერძოდ 1992 და 1996 წლებში. თუმცა როგორც ჩანს, მისმა 3.5 მილიარდიანმა ქონებამ ამაში დახმარება ვერ გაუწია. პირველ საარჩევნო კამპანიაში პეროტ სენიორმა 60 მილიონი დოლარიც კი დახარჯა. 1995 წელს მან რეფორმების პარტია დააარსა.

მდიდარი და ძალაუფლების მქონე პეროტ სენიორთან ერთადაა ანდრეი გურიევი თავისი 3.5 მილიარდი დოლარით. „სასუქის მილიარდერი“ და კომუნისტების ყოფილი ხელმძღვანელი 2001 წლიდან რუსეთის სათათბიროს დეპუტატია.

 

კომენტარები