ეროვნული არქივი

მე-16 საუკუნის ხელნაწერის რესტავრაცია იწყება

 იუსტიციის სამინისტროს   ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში მე-16-ე საუკუნის საღვთისმეტყველო-ლიტურგიულ თხზულებთა კრებულის -გულანის რესტავრაცია იწყება.

წიგნი 707 ფურცლისგან და 12 მინიატურისგან შედგება. ეს მინიატურები იმდენად გამორჩეულია, რომ ეროვნულმა არქივმა მათი გამოყენებით ღია ბარათები გამოსცა.

ხელნაწერის მინაწერებიდან ირკვევა, რომ წიგნი ლევან დადიანს ( 1533-1572) ეკუთვნოდა და მისივე შეკვეთით გადაუწერია სასულიერო პირს.

 დაგეგმილია ხელნაწერის თითოეული  ფურცლის რესტავრაცია-კონსერვაცია, მინიატურების აღდგენაზე ფერწერის რესტავრატორები იმუშავებენ.

 

კომენტარები