„ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, მინდა მოგილოცოთ ებრაული კალენდრის ერთ–ერთი უდიდესი დღესასწაული ფესახი (პასექი), რომელიც ებრაელი ხალხის მონობისგან თავის დაღწევას აღნიშნავს.“- ნათქვამია ებრაელი ხალხისადმი და მათ შორის ქართველი ებრაელებისადმი მიხეილ სააკაშვილის მისალოც მიმართვაში. მასში საქართველოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ფესახის აღნიშვნისას მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ და იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ.
მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით: „ ეს ბიბლიური დღესასწაული ძვირფასი და მნიშვნელოვანია ყველა ებრაელისათვის და სიმბოლურია სხვა ერებისათვის, რადგან ამ დღეს ებრაელები კაცობრიობას თავისუფლების სიყვარულისა და ერთგულების მაგალითს უჩვენებენ."
ფესახი (პასექი) უდიდესი ებრაული დღესასწაულია, ის ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან.