რელიგიური დღესასწაული

საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს პრეზიდენტმა ქრისტეშობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს მიმართა: „მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და თითოეული თქვენგანის ოჯახს ბედნიერება, სიხარული და წარმატება ვუსურვო, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. არაერთხელ აღმინიშნავს იმ წვლილის შესახებ, რომელიც ქართველ კათოლიკეებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შეჰქონდათ. ქართველი კათოლიკეები ჩვენი კულტურული, სულიერი, საგანმანათლებლო, საერთო ეროვნული და მრავალეთნიკური ქართული მემკვიდრეობის განუყოფელი და ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი ურთიერთიერთობა საუკუნეებით არის გამოცდილი და ეს დღევანდელობაშიც არაერთხელ დამტკიცდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ დღესასწაულს. ერთად ვილოცოთ ჩვენი შვილებისა და ოჯახების კეთილდღეობისთვის, ჩვენი სამშობლოსა და ერის უკეთესი მომავლისთვის.“

 ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული და რუსული არ სცნობენ გრიგორიანულ კალენდარს და შობას იულიუსის კალენდრით 7 იანვარს აღნიშნავენ , მაგრამ მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა - მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი, მათ შორის ბერძენი, რუმინელი და ბულგარელი მართლამადიდებლები, კათოლიკეები, პროტესტანტები, ლუთერელები  და სხვა ქრისტიანული კონფესიების მიმდევრები  ქრისტეშობას  25 დეკემბერს ზეიმობენ.

 

კომენტარები