ქართული ოცნება

ფანჯიკიძე: ქრისტიან-დემოკრატები სააკაშვილის თამაშს თამაშობენ

ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივაზე, რაც ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებას -ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის, რომელიც დაბადებულია საქართველოში და 10 წელი უცხოვრია აქ, საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური უფლებების იდენტური უფლებების მინიჭებას, ტაბულმა კომენტარი სთხოვა ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერს მაია ფანჯიკიძეს. მისი თქმით: ” ერთპარტიული პარლამენტიდან წამოსული ინიციატივა ღირებული არ არის.”

მაია ფანჯიკიძის სიტყვებით, ის დარწმუნებულია, რომ ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს. ”

”დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა  არის სააკაშვილის პოლიტიკური გეგმის ნაწილი. მათი ერთობა ჩემთვის არის ერთმნიშვნელოვანი.”- განაცხადა მაია ფანიჯიძემ.

 "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერ მაია ფანჯიკიძეს ტაბულამ ისიც ჰკითხა, რას ეფუძნება  ივანიშვილის და მისი პარტნიორების  ოპტიმიზმი, რომ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ, როცა NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად, ”ქართული ოცნების” რეიტინგი არცთუ სახარბიელოა.

”ერთია  ნახსენები  რეიტინგები, რომლის შესახებაც ბოლო ხანს საზოგადოებამ ბევრი ილაპარკა - მათ  სანდოობაზე,  პრეზენტაციის ფორმაზე. ჩვენ ვეყრდნობით იმას,  რომ ვიცით ხალხის განწყობა. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ხალხთან, ვხსნით ოფისებს,  ვხედავთ, რომ ხალხს სურს ცვლილება, ხალხს სურს ბიძინა ივანიშვილი და ახალი პოლიტიკური ძალა. სწორედ ამიტომ, ოქტომბრის არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ.” - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

კომენტარები