აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ბარაკ ობამა სეულში დმიტრი მედვედევს შეხვდა

სეულში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შეხვდა. როგორც სააგენტო იტარ-ტასი იუწყება, შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ აშშ და რუსეთი მხარს უჭერენ გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის მისიას მიმართულს სირიაში ძალადობის შეწყვეტისაკენ. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებობს გარკვეული სირთულეები სირიის საკითხთან დამოკიდებულებების კუთხით, თუმცა განმარტა, რომ მხარეები მზად არინ მხარი დაუჭირონ კოფი ანანის მისიას, რომელიც მიზნად ისახავს სირიაში სისხლისღვრისთვის წერტილის დასმას.

გავრცელებული ცნობებით,  სეულში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის და რუსეთის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ირანის პრობლემის გადასაჭრელად უპირატესობა  დიპლომატიურ მეთოდებს უნდა მიენიჭოს. მანამდე, ასევე , სეულში ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ირანის პრობლემის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის დრო იწურება. მას თქვა ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო იზოლაცია გაძლიერდება, თუკი ფხენიანი უარს არ იტყვის პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმაზე და ბირთვული იარაღის გამოცდაზე.

და ისევ აშშ-რუსეთის ურთიერთობა, გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაზე წამოიწია ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების თემამ. შეხვედრის შემდეგ კი დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხში უთანხმოება უთანხმოებად რჩება. რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ”გადატვირთვის” პოლიტიკის შეფასებისას გამოკვეთილი განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, განვლილი 3 წელი იყო ”საუკეთესო წლები ბოლო ათლწეულში, აშშ-რუსეთის ურთიერთობის თვალსაზრისით. ” ამის შესახებაც სეულში გამართული შეხვედრის შემდეგ ითქვა.

 

კომენტარები