საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობს

მიხეილ სააკაშვილთან ერთად სეულში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი სამიტის მონაწილეებს მიმართავს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. სამიტი დღეს გაიხსნა და  მასში 50-ზე მეტი  სახელმწიფოს  წარმომადგენელი მონაწილეობს. დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ  საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული ბირთვული უსაფრთხოების პრევენციის საკითხებში. 

სამიტზე განიხილავენ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ბირთვული იარაღის ტერორისტული ჯგუფებისგან დაცვის მხრივ. ამას გარდა, ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: თანამშრომლობა ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ბირთვული იარაღის დაცვა და ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთა.

კომენტარები