საზღვაო პოლიცია

რუსული ტვირთმზიდის კაპიტანს ჯარიმა დაეკისრა

სარფთან დაკავებული ტვირთმზიდის კაპიტანს „ნაოსნობის წესების დარღვევის“ გამო 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ საქართელოს სასაზღვრო პოლიციაში განაცხადეს. გავრცელებული ცნობით, გემს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი ტვირთმზიდი PUR-NAVOLOK საქართველოს სანაპირო დაცვამ 19 მარტს, სარფის საზღვაო რაიონში დააკავა. ქვანახშირით დატვირთული სატვირთო გემი ქერჩიდან ხოფაში მიემგზავრებოდა.

 

კომენტარები