საზღვაო პოლიცია

მოსკოვში გამოეხმაურნენ სარფთან, რუსული დროშით მცურავი გემის დაკავებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დაცვის სექცია, საქართველოში რუსული ტვირთმზიდის დაკავების გარემოებებს სწავლობს . ლუკაშევიჩის კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მასში ნათქვამია, რომ რუსეთის დროშით მცურავი ტვირთმზიდი - PUR-NAVOLOK - უკრაინიდან ხოფაში მიდიოდა და ის საქართველოს სანაპირო დაცვამ მაშინ დააკავა, როცა ელოდებოდა ნებართვას თურქეთის პორტში შესასვლელად.

ტვირთმზიდი გუშინ, სარფთან , ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააკავეს. ეკიპაჟი 10 წევრისგან შედგება. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

 

კომენტარები