ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: ხელისუფლებამ ნიღაბი ჩამოიხსნა

საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ხელისუფლებამსაკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა“, - განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისუფალი დემოკრატების თბილისის პარტიული ორგანიზაციის კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასე შეაფასა ივანიშვილმა კონტროლის პალატის ბოლო ქმედებები, რომელიც ქართული ოცნების აქტივიტების დაკითხვას აწარმოებს პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაში შესაძლო დარღვევების გამოვლენის მიზნით. კონტროლის პალატამ პირადად ივანიშვილიც ამხილა, რომელმაც 400 ათას ლარზე მეტი ქართული ოცნების წევრებს პირადი ანგარიშიდან გადაურიცხა.

შეგახსენებთ, აშშ-ში საქართელოს ელჩმა ჯონ ბასმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ "შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, კონტროლის პალატამ მისი დაბარება ვერ გაბედა და მხოლოდ მისი თანამოაზრეები დაკითხა, რომლებსაც უკვე გამოუწერა ჯარომა 4 მილიონ ლარამდე.

„მინდა, მივმართო მოსახლეობას – მაინც ვაპირებდი რომ ფული, რომელსაც ხელისუფლება უკანონოდ კრებს ჩემი ორგანიზაციებიდან, ქვეყნისთვის მომეხმარებინა და ძალიანაც მიხარია, რომ ეს ფული მოსახლეობას მოხმარდება" - განაცხადა მილიარდერმა.

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, მასთან დამოკიდებულებაში ხელისუფლებამ „ნიღაბი ჩამოიხსნა“ და საბოლოოდ გამოააშკარავა საკუთარი სახე და "ის ფასადური დემოკრატია, რომლითაც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპა თუ საქართველო".

თავისუფალი დემოკრატების თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კოალიციის წევრები დარწმუნებულნი არიან მომავალ გამარჯვებაში და "მათ ეს სულისკვეთება საქართველოს მოსახლეობას უნდა გადასცენ".

"აქ მოსულებიც და ჩვენი კოალიციის სხვა მონაწილეებიც მომართულნი ვართ, მოვიდეთ და აუცილებლად მოვალთ კიდეც ამ არჩევნებით, რათა შევქმნათ პრეცენდენტი ისეთი ხელისუფლების, რომელიც ხალხის სამსახურში რეალურად ჩადგება და არა - ფორმალურად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები