ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზეთში მედვედევის რწმუნებულად ნაციონალისტი გუბერნატორი დაინიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აფხაზეთის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვმი დანიშნა. როგორც თავად გუბერნატორმა დანიშვნის შემდეგ განაცხადა, იგი აფხაზეთის „საპატიო მოქალაქეა“ და "ორი ქვეყნის" დასაახლოვებლად ყველაფერს გააკეთებს.

ალექსანდრ ტკაჩოვს კრასნოდარის მხარის გუბერნატორის პოსტი 2000 წლიდან უკავია. იგი ცნობილია ნაციონალისტური შეხედულებებით და გამონათქვამებით. კრძოდ, 2001 წელს მან განაცხადა, რომ „გვარები, რომლებიც მთავრდება იან-ზე, შვილი-ზე, ძე-ზე და ოღლუ-ზე, უკანონოა“. უფლებათადამცველები ტკაჩოვს ადანაშაულებდნენ 2002-2003 წლებში მხარეში მცხოვრები მუსლიმი მესხების შევიწროების კამპანიის ორგანიზებაში.

ალექსანდრ ტკაჩოვი ასევე ღიად ერეოდა აფხაზეთში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებში. მაგალითად, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მხარს რაულ ხაჯიმბას უჭერდა და სოხუმს საზღვრის ჩაკეტვით და რუსული პენსიების გაცემის შეწყვეტით ემუქრებოდა, თუ არჩევნების სასურველი შედეგები არ დამტკიცდებოდა.

 

კომენტარები