აშშ-რუსეთის ურთიერთობა

მაკფოლი: რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება ფეხს იკიდებს

რუსეთში აშშ-ს  ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა 12 მარტს ვაშინგტონში, საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტში განაცხადა, რომ რუსეთში ,,სამოქალაქო საზოგადოების” გამოცოცხლება დაიწყო და მოქალაქეები  თანდათან უფრო სერიოზულად ეკიდებიან საკუთარი საკონსტიტუციო უფლებების დაცვას. ასევე, დიპლომატმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა ცივი ომის დროინდელი ჯაკსონ-ვანიკის შესწორების გაუქმებისკენ, რომელიც რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობებს კრძალავს. მისი მტკიცებით, ამის მიღწევა ობამას ადმინისტრაციისთვის ამ წელში ,,მთავარი სავაჭრო საკითხი” იქნება.

კომენტარები