კახეთი

იწყება თელავის რეაბილიტაცია

დღეიდან თელავის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, მათ შორის, მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებს, მთლიანად შეიცვლება თეატრის წინა ფასადი, გუბერნიის ძველი შენობა, განახლდება თელავის 9 ქუჩა, 2 ცენტრალური და 3 პატარა მოედანი, კეთილმოეწყობა 6 სკვერი და ცენტრალური - ნადიკვარის პარკი. მთლიანად გამოიცვლება საკომუნიკაციო სისტემები.

გავრცელებული ცნობებით, რეაბილიტაციის პროცესი შემოდგომისთვის უნდა დასრულდეს. აღნიშნავენ, რომ მანამდე ჩასატარებელ სამშენებლო სამუშაოებზე 3 ათასამდე სხვადასხვა სპეციალისტი დასაქმდება. თელავის განვითარების პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი რეაბილიტაციისთვის 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

კომენტარები