ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმში გააფორმეს შეთანხმება ტუვალუსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ

აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ტუვალუსთან გააფორმა მემორანდუმი ურთიერთანაშრომლობის შესახებ, ამას გარდა ხელშეკრულება ორმხრივი უვიზო მიმოსვლის თაობაზე. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია სოხუმში გაიმართა, სადაც ამ დღეებში ტუვალუს დელეგაციას მასპინძლობენ, პრემიერ-მინისტრ ვილი ტელავის მეთაურობით.

”აფსნიპრესის” ცნობით, დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ აღნიშნა, რომ მანძილი აფხაზეთსა და ტუვალუს შორის ვერ შეაფერხებს მათ შორის თანამშრომლობას და სოხუმის დელეგაცია აუცილებლად განახორციელებს საპასუხო ვიზიტს ოკეანეთის ამ სახელმწიფოში. ლაკერბაიამ ”მამაცური ”უწოდა ტუვალუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეღიარებინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თავის მხრივ, ვილი ტელავიმ თქვა, რომ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ზოგიერთმა სახელმწიფომ ტუვალუს დახმარება შეუწყვიტა. ” მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ მათ ვთხოვოთ დახმარება, თუკი ეს არ სურთ.”-აღნიშნა მან.

 

 

კომენტარები