საქართველოს პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს - რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის, პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით. უკვე შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, დანაშაულის ჩადენისას რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება. დოკუმენტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობისას მათ გაითვალისწინებს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას.
tbl.ge/16kr
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- 3-4 მაისს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან
- სეფაშვილი ოდიშარიაზე: ძალიან კარგი, რომ ბოდიში მოიხადა, დაუშვებელია კერძო საუბრის ჩაწერა
- სუბარი: გირჩს, მავნებლური ტერმინის, გენდერის გაუქმებაშიც სჭირდება მხარდაჭერა
- პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კარვებზე კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
- კობახიძე: პროვოკაციების პრევენციის მიზნით, პარლამენტი კარვებზე კანონს ამ კვირაში მიიღებს




