ფეხბურთი

ევრო 2012 - სხვადასხვა I

...საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელმა ანრი დელონემ ევროპის თასის გათამაშების იდეა ჯერ კიდევ 1927 წელს გამოთქვა, თუმცა ტურნირი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მხოლოდ 1958 წელს დაიწყო.

...ევროპის თასის პირველ გათამაშებაში, რომელიც 1958 წელს დაიწყო და 1960 წელს დასრულდა, 17 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. ასპარეზობაზე უარი განაცხადეს ინგლისის, გფრ-ის და იტალიის ნაკრებებმა. ფინალში საბჭოთა კავშირმა 2:1 დაამარცხა იუგოსლავია.

...1960 წელს კონტინენტის თასის მომგები საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში სამმა ქართველმა იასპარეზა: მცველმა გივი ჩოხელმა და გარემარბებმა – სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა. ჩოხელი და მესხი მაშინ თბილისის დინამოში თამაშობდნენ, სლავა მეტრეველი კი მოსკოვის ტორპედოში.

...ევროპის ჩემპიონ გუნდს ანრი დელონეს სახელობის თასს გადასცემენ – გამარჯვებული ჯილდოს მომავალი ტურნირის დაწყებამდე ინახავს. ევრო 2008-მდე უეფამ იმავე დიზაინის, თუმცა ახალი და შედარებით დიდი პრიზი დაამზადა – მოვერცხლილი თასი ახლა 60 სმ-ია და 8 კილოგრამს იწონის.

...გერმანელი რაინერ ბონჰოფი ერთადერთია, რომელმაც ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული და ასევე ერთადერთია, ვინც ამ ტურნირზე სამ მედალს დაეუფლა: 1972 და 1980 წლებში მისი ბუნდესნაკრები ჩემპიონი გახდა, 1976 წელს კი ფინალში დამარცხდა.

...უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია – მის ანგარიშზე 9 გოლია. საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ყველა ბურთი 1984 წელს, საფრანგეთში ტრიუმფით მოგებულ ჩემპიონატზე გაიტანა. 7 გოლით მეორე ადგილზე ინგლისელი ალან შირერია.

კომენტარები