არჩევნები რუსეთში

საერთაშორისო მეთვალყურეებმა 4 მარტის არჩევნებს არასამართლიანი უწოდეს

ეუთოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეებმა გააკეთეს შეფასებები რუსეთში, გუშინ, ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მათ აღნიშნეს, რომ  ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი.  მისიების წარმომადგენლების თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ არ უზრუნველყო კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნა და ბოროტად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები, რის გამოც გამარჯვებული წინასწარ იყო ცნობილი.

ეუთოს მეთვალყურეებმა უარყოფითად შეაფასეს ხმების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნების ერთ-მესამედში.”ჩვენი შეფასებით, ეს არჩევნები იყო არასამართლიანი, მიუხედავად გარკვეული ინოვაციებისა ელექტრონულ სისტემაში,”- თქვა ეუთოს მეთვალყურეთა  მისიის კოორდინატორმა ორშაბათს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 4 მარტის არჩევნები იყო უკეთესი დუმის დეკემბრის არჩევნებთან შედარებით.

 

 

 

 

 

კომენტარები