არჩევნები რუსეთში

რუსეთში აშშ-ს ელჩის Twitter გატეხეს

"რადიო თავისუფლების" რუსული რედაქცია ავრცელებს ცნობას დაუდგენელი პირების მიერ რუსეთში, აშშ-ს ელჩის, მაიკლ მაკფოლის მიკრობლოგის გატეხვის შესახებ. გავრცელებული ცნობის თანახმად, უცნობი პირები ელჩის სახელით წერენ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სერიოზულ გაყალბებაზე.

 სააგენტო“ რია ნოვოსტი“ რუსეთში, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელზე დაყრნობით აღნიშნავს, რომ ელჩის Twitter-ზე გაჩნდა ჩანაწერი: „დამკვირვებლები იუწყებიან მრავალი დარღვევის შესახებ, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას.“ „ ეს არის სიყალბე, ელჩს ასეთი რამ არ დაუწერია,“- მოჰყავს სააგენტოს აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის კომენტარი. „რია ნოვისტის“ რუსეთში აშშ-ს საელჩოში განუმარტეს ისიც, რომ ხსენებული ჩანაწერი რუსულ ენაზეა, როცა მაკფოლი წერს ინგლისურად.

 

კომენტარები