არჩევნები რუსეთში

ეგზიტპოლის შედეგები პუტინის სასარგებლოდ

რუსეთში დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა. ამ ქვეყნის  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ( რაც ბიულეტენების 14 პროცენტის დათვლის შედეგად გავრცელდა) საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პუტინი 61, 82 პროცენტით ლიდერობს. გენადი ზიუგანოვს  ამომრჩევლის 1 7, 85 პროცენტმა მისცა ხმა, ჟირინოვსკის 8 პროცენტმა, სერეგი მირონოვს ამომრჩეველთა 3, 67 პროცენტმა გამოუცხადა ნდობა, ხოლო მიხაილ პროხოროვს 7, 5 პროცენტმა. შეგახსენებთ ეს წინასწარი შედეგი ბიულეტენთა 14 პროცენტის მონაცემებს ეფუძნება. ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.

 პუტინის საარჩევნო შტაბის მეთაურმა სტანისლავ გოვორუხინმა განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები მისთვის“სასიამოვნო მოულოდემლობაა. "დარწმუნებული ვარ , რომ მეორე ტური არ იქნება"- თქვა მან.

ეგზიტპოლების შედეგებიც არჩევნებში პუტინის ლიდერობაზე მეტყველებს. „ ეხო მოსკვიმ“ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი 2 ორგანიზაციის  ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა.  „ ВЦИОМ“-ის მონაცემებით , საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინს ამომრჩევლის 58, 3 პროცენტმა დაუჭირა მხარი, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი მეორე ორგანიზია „ФОМ“- იუწყება, რომ პუტინს ამომრჩევლის  59, 3 პროცენტმა მისცა ხმა.

 

კომენტარები