არჩევნები რუსეთში

ე.წ. კარუსელი რუსეთში მიმდინარე არჩევნებზე

რუსეთში, მოძრაობა ”დემოკრატიული არჩევნების” წევრებმა, 20 წუთიანი ვიდეო გაავრცელეს, სადაც მოსკოვის 2931-ე უბანზე ე.წ კარუსელია ასახული.

მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა ინტერნეტით იპოვა განცხადება, სადაც 1000 რუბლის სანაცვლოდ, არჩევნებზე ”მუშაობას” სთავაზობდნენ. მან განმცხადებელს ყალბი პირადი მონაცემები გაუგზავნა, რის შემდეგაც დაუკავშირდნენ და მოსკოვის ერთ-ერთ მეტროსადგურზე მისვლა სთხოვეს.

მეტროში შეკრების შემდეგ, ისინი კარუსელის ორგანიზატორებმა ავტობუსით გადაიყვანეს ნომერ 2931 უბანზე. ყველა მონაწილე აღმოჩნდა დამატებითი ხმის მიცემის სიაში, რომელიღაც ორგანიზაციიდან. რის შემდეგაც მათ გადასცეს ბიულეტენები.

 

კომენტარები