საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე

მიხეილ სააკაშვილის  აზრით,  მოლაპარაკებები ევროკავშირთან  თავისუფალ ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე,  დაახლოებით წელიწადნახევარში დასრულდება.  ამის შესახებ  პრეზიდენტმა  წეროვანში, ახალი ფარმაცევტული საწარმოს “აბიფარმის“ მონახულებისას განაცხადა და იქვე დასძინა:  „და მეორე, ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან”. შეგახსენებთ ბარაკ ობამამ  სააკაშვილთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განხილული იქნება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა.

საქართველოს პრეზიდენტის  თქმით, ევროკავშირთან და აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად საქართველო გახდება წარმოების ცენტრი ყველა მიმართულებით.

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტი ამ დღეებში მოლდოვას და საქართველოს სტუმრობდა ამ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით. თბილისში მან მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართა. გილაურმა  შეხვედრის შემდეგ განმარტა: ”პირველი რაუნდი იანვარში შედგა, მომავალი 18-24 თვის განმავლობაში ასეთი რაუნდი რამოდენიმე იქნება. საქართველოდან შექმნილია 60 კაციანი ჯგუფი. გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი კონსტრუქციული მოლაპარაკებები. საქართველო და ევროკავშირი აწარმოებენ მოლაპარაკებას ასოცირების ხელშეკრულებაზე, დავიწყებთ მოლაპარაკებებს საქარველოსა და ევროკავშირს შორის ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ.” თავის მხრივ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, კარელ დე გუხტმა აღნიშნა, რომ .დაიწყო ყოვლის მომცველი მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და რომ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველოს პროდუქციისათვის მსოფლიოს ბაზარი გაიხსნება.

 

კომენტარები