ივანიშვილი პოლიტიკაში

მიშა შენ სომეხი ხარ - GeorgianDream

„მიშა სომხურ წარმომავლობაზე“  - ასეთი სათაურის ვიდეორგოლი youtube-ს ვებ-გვერდზე,  GeorgianDream სახელით გახსნილ არხზე, 26 თებერვალს განთავსდა. ვიდეოში გამოყენებულია მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ინტერვიუს ნაწყვეტი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, რომ მისთვის „დიდი პატივი იქნებოდა ყოფილიყო სომხური წარმომავლობის“. ვიდეო მთავრდება ტიტრებით: „მიშა შენ სომეხი ხარ. ნუ მალავ სიმართლეს!“

ვიდეო 400-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. ის განთავსებულია ქართული ოცნების სახელით რეგისტრირებულ არხზე, რომელიც გასული წლის 29 ოქტომბერს არის გახსნილი და შეიცავს 36 ვიდეორგოლს - ხელისუფლების საწინააღმდეგო და ივანიშვილის მხარდამჭერი მოწოდებებით,  ასევე ბერა ივანიშვილის კლიპებს. არხს ჰყავს 140 ხელმომწერი, მასზე განთავსებულია ბმულები  ქართული ოცნების ოფიციალურ ვებგვერდზე და facebook-ის გვერდზე.

როგორც ტაბულასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმა განაცხადა, მას არაფერი გაუგია  youtube-ზე განთავსებული ვიდეოსა და მის ავტორების  შესახებ. მისი თქმით, ქართული ოცნება საკუთარ მასალებს მხოლოდ ვებგვერდზე და facebook-ზე ათავსებს. 

კომენტარები