ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმში რუსი გამომძიებლები და კრიმინალისტები ჩავიდნენ

 ალექსანდრ ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამართალდამცველებს დახმარებას  რუსი სპეციალისტები გაუწევენ. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოსკოვიდან სუხუმში უკვე ჩავიდნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კრიმინალისტები და გამომძიებლები. გუშინ, ანქვაბს სატელეფონო საუბრისას დმიტრი მედვედევი დაპირდა დახმარებას დანაშაულის გახსნაში.

ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა, რომ მასზე 22 თებერვალს განხორციელებული თავდასხმა აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად. თავდასხმის შედეგად მძიმე დაიჭრნენ ანქვაბის დაცვის წევრები, ერთი მათგანი გარდაიცვალა.

 

კომენტარები