ოკუპირებული აფხაზეთი

სანატორიუმების სკანდალი სოხუმსა და მოსკოვს შორის

გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, რუსეთსა და აფხაზეთს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორი ურთიერთობა შესაძლოა დაიძაბოს , აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი სანატორიუმის დახურვასთან დაკავშირებით რუსეთის სამხედრო უწყების გეგმის გამო . გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  გარგრასა და გუდაუთას სანატორიუმების  პერსონალი გააფრთხილა, რომ ამ ობიექტების ლიკვიდაცია მაისში მოხდება. სამსხურის გარეშე   დარჩენა 1500-მდე  პირს ემუქრება/

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ანქვაბმა” კომერსანტს” ამ საკითხის კომენტირებაზე უარი უთხრა და ურჩია, რუსეთის სამხედრო უწყებას მიმართოს. წყარომ სამხედრო უწყებაში კი განაცხადა, რომ სანატორიუმების საკითხი გადაწყვეტილ არ არის, თუმცა შესაძლოა, უწყებამ მათი შენახვა არამიზანშეწონილად მიიჩნიოს.

გასულ წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დახურა ერთი სანატორიუმი სოხუმში, რის შედეგადაც ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. ამას კი  საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ამავე დროს, როგორც ”კომერსანტს” სოხუმელმა ექსპერტებმა განუმარტეს, დასასვენებელი ობიექტები აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომლებსაც რუსეთის სამხედრო უწყება პატრონობდა, დღემდე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის მთავრობის საკუთრებად რჩება და რაიმე წერილობითი შეთანხმება მათ გასხვისებაზე სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი არ არის.

წყარომ რუსეთის საგარეო უწყებიდან კი განაცხადა, რომ რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას სანატორიუმების საკითხი არ წარმოადგენს, რადგან მათ თანამშრომლებს კომპენსაციას გადაუხდიან.

ზოგიერთი სოხუმელი ექსპერტის აზრით, სანატორიუმების საკითხი, რომელიც სოხუმში სოციალურ დაძაბულობას იწვევს, მოსკოვის მხრიდან სოხუმზე ზეწოლას ემსახურება, რათა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობა აიძულოს რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების საკუთრების დაკანონების საკითხი გადაწყვიტოს.

 

კომენტარები