სოხუმის რეჟიმი

ანქვაბი ევროპას აღარ დაელაპარაკება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი  ალექსანდ ანქვაბი  ვერ ხედავს აზრს  ევროპელებთან ურთიერთობების გაგრძლებაში. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით,  მან  საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ ჯუდიტ გოფთან შეხვედრისას  განაცხადა: „ევროკავშირთან ურთიერთობები საუკეთესო არ არის და დარწმუნებული არ ვარ, რომ უახლოეს მომავალში შეიცვლება. ამის თაობაზე რაიმე ილუზიები არ გამაჩნია“.  შეხვედრაზე ანქვაბმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის მხრიდან „აღიარების გარეშე ჩართულობის“ პოლიტიკის მხარდაჭერას რაიმე შედეგი არ მოჰყვება.

„სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში შექმნილი ვერცერთი პროექტი აფხაზეთში ვერ იმუშავებს. ჩვენ განვითარების ძალიან რთული გზა გავიარეთ და სირთულეები ბევრად მეტი იყო ამ გზაზე, ვიდრე ევროპელებს  წარმოუდგენიათ“, – აღნიშნა  სეპარატისტული რეჟიმის მეთაურმა და დასძინა, რომ ვერ ხედავს აზრს ევროპელებთან შეხვედრების გაგრძელებაში.

თავის მხრივ, ჯუდიტ გოფმა აღნიშნა, რომ   შეხვედრები საჭიროა იმისთვის, რომ   ფხაზურმა მხარემ საკუთარი პოზიციის საერთაშორისო თანამეგობრობამდე მიიტანოს.

მანამდე, ალექსანდრ ანქვაბმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვს უთხრა , რომ ევროკავშირმა არ უნდა დაკარგოს დრო და ფული „აღიარების გარეშე ჩართულობის“ პოლიტიკის განხორციელებაზე, რომელსაც სოხუმი კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს.

 

კომენტარები