სოხუმის რეჟიმი

სოხუმში რუსეთთან სამხედრო შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მოახდინა აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზების შემდგომი  განთავსების შესახებ, რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაცია, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

“ეს შეთანხმება ძალაში შესვლიდან შექმნის სამართლებრივ ბაზას აფხაზეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ერთობლივი ძალისხმევისთვის, მთელს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერისთვის. “- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ შეთანხმების რატიფიკაცია 2011 წლის სექტემბერში მოახდინა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამეტმა კი 26 დეკემბერს. სააგენტო აფსნი-პრესის ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო სანატორიუმების სტატუსთან დაკავშირებით ხელმი მოეწერება ცალკე შეთანხმებას.

 

კომენტარები