სოხუმში, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს შეხვედრა ოკეანეთში, სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელთან იურის გულბისთან. სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, ამ უკანასკნელმა განმარტა თუ რა სამუშაოს ეწევა რეგიონში და დასძინა: ” ჩვენ ვდილობთ კავშირის დამყარებას რეგიონის სახელმწიფოებთან. მათ დამოუკიდებლეობა 30-50 წელია მოიპოვეს , ამიტომ შესანიშნავად ესმით ჩვენი და გვიჭერენ კიდეც მხარს.” სააგენტოს ინფორმაციით, სეპარტისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი აქტიურად მოქმედებენ , რათა ჩაშალონ ხსენებული სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
სოხუმიდან გავრცელებული ცნობით, გულბისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნაურუს, ვანუატუს და ტუვალუს შეექმნათ პრობლემები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რადგან ” ევროკავშირმა და სხვა დონორებმა მათთან შეაჩერეს სხვა და სხვა პროექტები.”
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩირიკბამ შეხვედრაში მონაწილეებს მოუწოდა საინფორმაციო სფეროში მუშაობის გაძლიერება, ”აფხაზეთს ცოტა იცნობს, ჩვენი ამოცანაა აფხაზეთის შესახებ სიმართლე მაქსიმალურად გავავრცელოთ ინტერნეტით და სხვა საშუალებებით.” - აღნიშნა მან. ”აფსნიპრესის” ცნობით, შეხვედრაზე შეაჯამეს დე ფაქტო სამინისტროს წარმომადგენლების მუშაობა არა მარტო ოკეანეთის, ასევე აფრიკისა და აზიის მიმართულებით.




