პრეზიდენტის ვიზიტი

სააკაშვილმა ავღანეთში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

'მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამხედრო თანამშრომლობა გადავიდეს საერთოდ ახალ ეტაპზე და რეალურად დავკავდეთ მართლა საკუთარი თავის დაცვით. ეს არის გაგრძელება იმისა, რაც ხდებოდა აქამდე ავღანეთში. არაფერს ტყუილად არ ჩაუვლია. საქართველო არის ჩვენი მთავარი დასაცავი და საზრუნავი. ეს ბიჭები ავღანეთში არიან საქართველოსთვის პირველ რიგში.' - ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში, ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის, ალექსანდრე ტუღუშის მონახულებისას გააკეთა.

ალექსანდრე ტუღუში ბატალიონს მეთაურობდა. ის ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებისას დაიჭრა და მკურნალობას მერილენდის შტატის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. მამაცობისთვის ალექსანდრე ტუღუში პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

ქართველ სამხედროსთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა დაჭრილი ამერიკელი სამხედროებიც მონახულა, ისინი ჰელმანდის პროვინციაში ქართველებთან ერთად მსახურობდნენ . მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ სამხედროებს გენერალ კვინიტაძის სახელობის ჯილდოები გადასცა.

 

კომენტარები