ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბერიძესთან ინტერვიუში ფსიქოანალიტიკოსთა ჯგუფი - მენცარი ახსენა. ტაბულამ ჯგუფის თანადამფუძნებელთან, გივი მერაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. სიუჟეტში მილიარდერი ბიზნესმენის ფსიქოანალიტიკური მსჯელობების წყაროს იხილავთ.
ბმულები:
მენცარის ოფიციალური გვერდი (ინგლისურად)
მენცარის შესახებ (pdf დოკუმენტი ქართულად, მენცარის ოფიციალური გვერდიდან)
ამონარიდები მენცარის ლიტერატურიდან:
ი -არამხოლოდ – შენ. ფროიდი, რა თქმა უნდა, დიდი ავტორიტეტია, მაგრამ
არც იმხელა, რომ გოგოს და ბიჭს შორის კონსტიტუციური განსხვავება ვერ
შევამჩნიოთ.
მ - ეს რას ნიშნავს?
ი - ბიჭს ჭუჭუები დაბადებიდანვე ჰკიდია, გოგოს _ არა. სქესის განმსაზღვრელი
ეს არის და არა სირცხვილი, ზიზღი და ზნეობა. გავაგრძელებ
მ - ფროიდი იმნაირი იყო?
ი - არა, საქმეც ეგ არის!
მ - აბა, რა ჭირდა?!
ი - ჯერ გავიდე ბოლოში! ალბათ ყველაფრის დაჯერება შეიძლება, თუმცა,
სექსუალური პროცესი არაცნობიერად როგორ უნდა განასახიეროს კაცმა,
ამის წარმოდგენა ადვილი არ უნდა იყოს.
ი - იცით, ნარკომანები ნარკოტიკს რას უწოდებენ?
მ - წამალს.
ი - დაუკვირდით ამ სიტყვას...
მ - ეს ჟარგონია.
ი - ჟარგონია, მაგრამ ზუსტად ასახავს ნარკომანის დამოკიდებულებას.
ჟარგონებიც ამიტომ ჩნდება. მას დატვირთვა აქვს. ნარკოტიკი მათთვის
წამალია
მ - საით ექაჩებით თოკს, შიდსის გამომწვევი ვირუსი საერთოდ არ არსებობს?
ი - კი, აქეთ ვექჩები!
მ - ესე იგი, არც გადამდებია?
ი - რა თქმა უნდა!
მ - სიმპტომი, თავისთავად დაავადება არ არის. იგი დაავადების ერთ-ერთი
გამოვლენაა. ასე არ არის?
ი - ასეა!
მ - თუ გადამდები არ არის, რატომ არის შიდსის მაღალი მაჩვენებელი
ნარკომანებსა და ცისფერებს შორის?
ი - თქვენ, რა, ისინი ფსიქიკურად ჯანმრთელები გგონიათ!?
მ - მგონი, ჩავიჭერი!
ი - დღეს ეს ვიკმაროთ




