პრეზენტაცია

მილან კუნდერას რომანი - შეუცნობელი - ქართულ ენაზე

პარასკევს, 3 თებერვალს, 18:00 საათზე წიგნის მაღაზია ,'დიოგენეში' გაიმართება ცნობილი ჩეხი მწერლის, მილან კუნდერას რომანის ,'შეუცნობელის' პრეზენტაცია.

წიგნის მთავარი თემები ემიგრაცია და ნოსტალგიაა. რომანის მოქმედება ძირითადად პრაღასა და პარიზში ხდება. მთავარი გმირები კი მითიური ოდისევსის მსგავსად სამშობლოში ორი ათწლეულის შემდეგ ბრუნდებიან. „შეუცნობელში“ მკითხველი პერსონაჟების ტკივილს გაეცნობა, რომელთაც ემიგრანტული ცხოვრების სიძნელეები გადალახეს და მშობლიურ გარემოში დაბრუნებისას იმედგაცრუება განიცადეს. აღსანიშნავია, რომ თავად კუნდერა მრავალი წელია ემიგრაციაში, საფრანგეთში ცხოვრობს. 90-იანი წლებიდან ის ფრანგულად წერს. 2000 წელს გამოქვეყნებული ”შეუცნობელი” მილან კუნდერას ბოლო რომანია.

წიგნის პრეზენტაციაზე გაიმართება შეხვედრა მთარგმნელთან, ნანა იაშვილთან.

 

კომენტარები