პრეზენტაცია

ახალი წიგნი ნიკო მუსხელიშვილის შესახებ

27 იანვარს თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ნიკო მუსხელიშვილის ბიობიბლიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიობიბლიოგრაფიული სერია ”ქართველი მეცნიერები” ფარგლებში გამოიცა.

დიდი ქართველი მათემატიკოსის, აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის 120 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ განმეორებით გამოსცა, 1980 წელს მისივე გამოცემული ნ. მუსხელიშვილის ბიობიბლიოგრაფია. ამ გამოცემას, წინასთან შედარებით ოდნავ განსხვავებული ფორმატი და ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერთა განლაგება აქვს და იგი მოიცავს 1915-2011 წლების ლიტერატურას: სამეცნიერო შრომები, სამეცნიერო პოპულარული შრომები, სტატიები ჟურნალ-გაზეთებიდან, მისი რედაქციით გამოცემული შრომები და ლიტერატურა მის შესახებ.

მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით, ცალკეა გამოყოფილი საიუბილეო მილოცვები და ლექსები, მიძღვნილი ნიკო მუსხელიშვილისადმი. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის ნ. მუსხელიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა, ერთვის სახელთა ანბანური საძიებელიც.

წიგნი სამენოვანია: ქართული, რუსული და ინგლისური.

 

კომენტარები