პრეზენტაცია

თბილისში გუდვილის კიდევ ერთი ჰიპერმარკეტი გაიხსნა

გუდვილის რიგით მეორე ჰიპერმარკეტი საბურთალოზე გაიხსნა. ობიექტი სულ 9 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. პარკინგი 300 მანქანაზეა გათვლილი. ჰიპერმარკეტში შეიძლება 30 ათასი დასახელების ქართული და იმპორტირებული პროდუქტის, გუდვილის წარმოებული პურ-ფუნთუშეულის, ძეხვეულის, მზა საკვების, საკონდიტრო ნაწარმის, თევზეულის შეძენა. სავაჭრო ცენტრში ასევე წარმოდგენილია გუდვილის კაფე, სხვადასხვა სერვის ცენტრები, აფთიაქი და ბრენდ მაღაზიები. გუდვილის ამ ჰიპერმარკეტში 300-მდე ადამიანი დასაქმდა. თითოეულმა მათგანმა რამდენიმეკვირიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარა. დასაქმებულებს შორის მერიის დასაქმების პროგრამით შერჩეული რამდენიმე კადრიც მოხვდა. საბურთალოს გუდვილში საკუთარი ოფისებისა და მაღაზიების გახსნას უკვე აპირებს OVS და COLLEZIONE, LOTTO, გოუ ელექტრონიკსი, ლუტეცია, ბიბლუსი, ზარაფხანა, ფეხსაცმლის ბრენდ მაღაზიები, დეკორის მაღაზია - CREATIVE HOME, თიბისი ბანკი და ჯეოსელი.

 

კომენტარები