ფეხბურთი

ტრაგედია ეგვიპტეში

ეგვიპტეში, პორტ-საიდში ადგილობრივ ალ მასრის და ჩემპიონატის ლიდერ ალ აჰლის გამართული საფეხბურთო მატჩი ტრაგედიით დასრულდა: თამაშის დასრულებისთანავე მასპინძელთა გულშემატკივრები სტუმარ ქომაგებს დაერივნენ, მოედანზე გადაიჭრნენ და ფეხბურთელებს გადასხდელში შეუვარდნენ, ტრიბუნებზე ჭყლეტვას და არეულობას კი 73 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არაოფიციალური ინფორმაციის, დაშავებულია ათასზე მეტი მაყურებელი.

 

კომენტარები