ვენეციის კომისია

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი მარკერტის კომენტარის შესახებ

 საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა გაავრცელა განცხადება , ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მდივნის , თომას მარკერტის კომენტარის თაობაზე.

”თომას მარკერტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის” ტექსტი შეიცავდა რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ ტექსტთან შედარებით, რომელიც გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში. ეს ცვლილებები მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვებს. ბატონმა მარკერტმა ვერ შეძლო პოზიტიურად ან ნეგატიურად შეეფასებინა ეს ცვლილებები, რადგან ამისთვის საჭირო იქნებოდა მიღებული ტექსტის საფუძვლიანი შესწავლა ვენეციის კომისიის მიერ, რაც არ მომხდარა. საკითხის მომდევნო განვითარებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომისიას ეცნობება მარტში, შემდეგი პლენარული სხდომის დროს, ”- ნათქვამია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ვებგვერდზე   გამოქვეყნებულ  განცხადებაში.

 

კომენტარები