ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალში საქართველოს 5 მოქალაქეს გაათავისუფლებენ

ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტული რეჟიმი აპირებს გაათავისუფლოს 5 საქართველოს მოქალაქე. ისინი კი 25 იანვარს , რუსმა მესაზღვრეებმა პირობითი საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს. დაკავებულების საქართველოს მხარისთვის გადაცემა სოფელ ერგნეთში მოხდება .

25 იანვარს , საქართველოს ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს: ძმები მურაზ და დავით თოკაძეები, ნოდარ მაღალაძე, შალვა პაპიაშვილი და მურმან ტატიაშვილი.

 

კომენტარები